მედიის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა, რომელიც გერმანიაში ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, თავი მოიკლა.
გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 10-მდე და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.
მომხდარს გერმანიის მთავრობა გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ, თუმცა კვალიფიკაცია ჯერ არ მიუნიჭებიათ.