logo_geo
eng_logo
გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა
- +

7 აპრილი. 2018. 20:40

 

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. მედიის ინფორმაციით, პოლიცია, შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებს.

 

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 10-მდე და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. როგორც ცნობილია, ინციდენტში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა. მომხდარს გერმანიის მთავრობა გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

 

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა ბერლინში 2016 წლის 19 დეკემბერს, საშობაო ბაზრობაზეც მოხდა, რასაც ჯამში 12 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. მაშინ მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ,,ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner