logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ბუნებრივია, საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა...
- +

7 აპრილი. 2018. 22:03

 

 

„ბუნებრივია, საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა, საკადრო ცვლილებები არაა ჩემი თვითმიზანი“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, სადა სამინისტროში საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.

 

„რეორგანიზაცია თავისთავად არ არის ჩემი თვითმიზანი. ეს საკადრო ცვლილებები ყოველთვის უნდა განვიხილოთ იმ ჭრილში, თუ რომელი ადამიანი, რომელ კონკრეტულ ამოცანას შეეფერება დროის კონკრეტულ მომენტში. საკადრო ცვლილებები იქნება, ეს გარდაუვალი პროცესია. საკადრო ცვლილებები შეიძლება იყოს ამ ეტაპზეც და მომდევნო ეტაპზეც“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner