logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: მმართველ გუნდში კრიზისი არ არის და დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს
- +

7 აპრილი. 2018. 22:19

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდში კრიზისი არ არის და საქმე გვაქვს დემოკრატიულ პროცესებთან. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა.

 

„ეს კრიზისისგან შორსაა, მე მგონი, ეს დემოკრატიული პროცესია. როგორც მე ვხვდები განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც დემოკრატიულ პროცესს ეძახიან, როდესაც, მათ შორის გუნდშიც კი არ არსებობს ერთი დირექტიულად დასახული აზრი. ამ შემთხვევაში ჩვენ შეხება გვაქვს იმ პროცესთან, რომელიც ზოგ შემთხვევაში შეიძლება აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. რიგ დეპუტატებს აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი აზრი, გუნდის ყველა წევრს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი და აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, 4 აპრილის პლენარულ სხდომაზე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ პოზიციაზე უმცირესობის კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძე აირჩია. პარლამენტის გადაწყვეტილება გედევან ფოფხაძემ გააპროტესტა, რომელმაც უმრავლესობის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner