logo_geo
eng_logo
მაგდა პაპიძის საქმეზე რვა ნაფიცი მსაჯული უკვე შერჩეულია
- +

29 აპრილი. 2016. 12:26


 

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ პაპიძის საქმეზე 8 ნაფიცი მსაჯული უკვე შერჩეულია.



ადვოკატის განცხადებით, პირველ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა 4 ნაფიცი მსაჯული შეარჩიეს, მეორე სხდომაზე კი, რომელიც 27 აპრილს გაიმართა, 4 ნაფიცი მსაჯული შეირჩა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ უახლოეს 2 სხდომაზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა შესაძლოა დასრულდეს და საქმის არსებითი განხილვა დაიწყოს.



პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. ვფიქრობთ, შერჩეული კანდიდატები ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ.



ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესში თავად ბრალდებული მაგდა პაპიძეც მონაწილეობს.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner