logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: დღეს მომხდარი ფაქტით შეძრწუნებული ვარ!..
- +

8 აპრილი. 2018. 01:22

 

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სამძიმარი გამოუცხადეს დღეს მიუნსტერში დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ანგელა მერკელის თქმით, დღეს მომხდარი ფაქტით შეძრწუნებულია.

 

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დანაშაული გამოძიებული იქნას“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

თავის მხრივ, გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს მომხდარი შემთხვევა სერიოზული დანაშაულია.

 

„ამ მომენტში, ჩემი აზრებით დღეს დაღუპულებთან და მათი ოჯახის წევრებთან ვარ. სამძიმარს ვუცხადებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგეს“, - აღნიშნა შტაინმაიერმა.

 

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. როგორც ცნობილია, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა თავი მოიკლა.

 

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner