logo_geo
eng_logo
მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
- +

8 აპრილი. 2018. 09:49

 

 

 

 

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა.

 

მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა მოეწყო. ლიტანიობის შემდეგ კი ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდა.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. ტაძარში წაიკითხეს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, რომლის შემდეგ ღამისთევის მსახურება და ტაძრის გარშემო ლიტანიობა შესრულდა.

 

ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი.

 

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქიდან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner