logo_geo
eng_logo
სირიაში ქიმიურ თავდასხმას სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა
- +

8 აპრილი. 2018. 11:26

 

სირიაში, აღმოსავლეთ ღუთაში ქიმიურ თავდასხმას სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა.

შესაძლოა, მსხვერპლი კიდევ გაიზარდოს. ოფიციალურმა დამასკომ ამ ინფორმაციას

ფაბრიკაცია უკვე უწოდა. მომხდარზე განცხადება გაკეთდა ამერიკის შეერთებული

შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც განაცხადეს, რომ ასადის რეჟიმის

ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. აღმოსავლეთ ღუტა ერთ-ერთი ბოლო

ტერიტორიაა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებდნენ. ქალაქი 4 წელზე მეტია ალყაში

იმყოფება. ამ რეგიონში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ჰუმანიტარული

დახმარება სჭირდება. აღმოსავლეთ ღუტას გათავისუფლების ოპერაცია სირიის

ხელისუფლებამ რუსეთის ავიაციის დახმარებით 18 თებერვალს დაიწყო.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner