ილინოისის შტატის ქალაქ როკფორდში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის განმარტებით, უბედური შემთხვევა შაბათს საღამოს ავტობუსში მოხდა.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლები წინასწარი მოკვლევის საფუძველზე ვარაუდობენ,
რომ ავტობუსში სხვა მგზავრიც იყო, რომელმაც ცეცხლი გახსნა და მიიმალა.
შეიარაღებული თავდამსხმელის ვინაობა პოლიციამ უკვე დაადგინა.