logo_geo
eng_logo
სოფელ აძვიდან ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებული ორი პირი გაათავისუფლეს
- +

8 აპრილი. 2018. 14:27

 

 

 

სოფელ აძვიდან ე.წ. მესაზღვრეების მიერ გუშინ გატაცებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

 

როგორც სუს-ში განმარტავენ, დაკავებულების გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული, მათ შორის სუს-ის მიერ ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

ერთ-ერთი ვერსიით, სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი და სოფელში სტუმრად ჩასული პირი წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად იყვნენ ასულები, რა დროსაც ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner