სოფელ აძვიდან ე.წ. მესაზღვრეების მიერ გუშინ გატაცებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
როგორც სუს-ში განმარტავენ, დაკავებულების გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული, მათ შორის სუს-ის მიერ ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ერთ-ერთი ვერსიით, სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი და სოფელში სტუმრად ჩასული პირი წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად იყვნენ ასულები, რა დროსაც ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.