აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "Twitter"-ზე წერს, რომ სირიაში ქიმიურ
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რუსეთს და
ირანს ეკისრება. „სირიაში მოწყობილ მორიგ უგუნურ ქიმიურ თავდასხმას უამრავი ბავშვი
და ქალი შეეწირა. დანაშაულის ადგილი ჩაკეტილია სირიის არმიის მიერ და ის გარე
სამყაროს მოწყვეტილია. პრეზიდენტი პუტინი, რუსეთი და ირანი პასუხისმგებელნი
არიან მხეცი ასადის მხარდაჭერის გამო. ამას მოჰყვება საფასური. დაუყოვნებლივ
გახსენით ადგილამდე მისასვლელი გზა სამედიცინო დახმარებისთვის. კიდევ ერთი
ჰუმანიტარული კატასტროფა არაფრის გამო“, – წერს დონალდ ტრამპი. სირიის არმიამ
ქალაქ დუმაში მომწამვლელი გაზი გაუშვა, რასაც 150-მდე ადამიანის სიცოცხლე
შეეწირა.