logo_geo
eng_logo
ჰორსტ ზეეჰოფერი: მიუნსტერში თავდასხმის შემსრულებელი რადიკალური ისლამის მიმდევრებთან დაკავშირებული არ ყოფილა
- +

8 აპრილი. 2018. 18:55

 

 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა მიუნსტერში მოწყობილი

თავდასხმის ადგილი მოინახულა და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა. „ამ ეტაპზე

გვაქვს ინფორმაცია, რომ დამნაშავე მარტო მოქმედებდა და ტერორისტულ

დაჯგუფებებთან დაკავშირებული არ ყოფილა. აბსოლუტური უსაფრთხოება არ არსებობს.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ მსგავსი თავდასხმები მომავალში

თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა ჰორსტ ზეეჰოფერმა. გუშინ, გერმანიის ქალაქ

მიუნსტერში ავტომობილი კაფეში მყოფ მოქალაქეებს შეეჯახა. დაიღუპა ორი ადამიანი,

20 კი დაშავდა. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner