დემოგრაფიული განვითარების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც სააგენტოს ინიციატივაზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში შექმნილი რთული დემოგრაფიული პირობების გადაჭრა უნდა მოხდეს.
„საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდის ინიციატივით, 2016 წლის 26 მაისს ფუძნდება დემოგრაფიული განვითარების ეროვნული სააგენტო. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება დასაოჯახებელი ადამიანების რეგისტრაცია, გაკეთდება ერთიანი მონაცემთა ბაზა და ხელს შევუწყობთ ადამიანებს ოჯახის შექმნაში.
მოგმართავთ თხოვნით, ეროვნულ საქმეში გვესაჭიროება თქვენი მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება, რომ შევძლოთ დაწყებული საქმის წარმატებით განხორციელება", - ნათქვამია განცხადებაში.