logo_geo
eng_logo
აშშ-ში დანით შეიარაღებული კაცი გამვლელებს თავს დაესხა
- +

8 აპრილი. 2018. 22:39

აშშ-ში, ქალაქ ინდიანაპოლისში დანით შეიარაღებული კაცი ადამიანებს თავს დაესხა. სამი დაჭრილი და თავად თავდამსხმელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ARTV6 ავრცელებს.

 

შემთხვევა შაბათს მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდამსხმელი ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ხმის გამაძლიერებლით რაღაც მოწოდებებს აკეთებდა. როდესაც მას გამვლელებმა ამის შეწყვეტა სთხოვეს, ის გაბრაზდა და დანით ხალხს თავს დაესხა.

 

მომხდარს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner