მოსკოვიდან თბილისში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის ოთარ ყალიჩავას, მეტსახელად „ოთარიკ ზუგდიდსკის" ექსტრადიცია განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ირინა ვოლკის განცხადებით, რუსეთის შსს-ს მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლიპეცკელ კოლეგებთან ერთად ე.წ კანონიერი ქურდი „ოთარიკ ზუგდიდსკი" დააკავეს.
„რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლიპეცკელ კოლეგებთან ერთად 36 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, ე.წ კანონიერი ქურდი დააკავა, რომლის მეტსახელია „ოთარიკ ზუგდიდსკი", - განაცხადა ირინა ვოლკმა.