logo_geo
eng_logo
Black Sea Arena-ზე შესაძლოა ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართოს
- +

9 აპრილი. 2018. 15:21

 

Black Sea Arena-ს 2018 წლის სეზონი  შესაძლოა, 19 მაისს ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნას. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

 

საღამო Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. მოლაპარაკებები მორიკონეს საპროდიუსერო ჯგუფთან და მენეჯერთან დასკვნით ეტაპზეა.

 

„რამდენიმე დღეში გვეცოდინება ყველა დეტალი, რაც სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაჟღერდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიდის. ფაქტია, რომ ამ მასშტაბის მუსიკოსის ჩამოსვლა, რომელიც მსოფლიოს ტურნეებით ხშირად არ ანებივრებს, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა Black Sea Arena-ს დირექტორმა ანი კავლელიშვილმა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner