logo_geo
eng_logo
გერმანიის შს მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე კვლავ მაღალია
- +

9 აპრილი. 2018. 17:19

 

მიუნსტერში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გერმანიაში ტერორისტული საფრთხის დონე კვლავ მაღალია.

 

ჰორსტ სიჰოფერის თქმით, შესაძლოა, თავდასხმა ნებისმიერ წუთს მოხდეს. მინისტრის განცხადებით, გერმანიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ, რათა დაუყონებლივ უპასუხონ გამოწვევებს.

 

შეგახსენებთ, შაბათს საღამოს გერმანიის ქალაქ მიუნსტერის ცენტრში სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის სატვირთო ავტომობილის მძღოლიც. დაშავებულია 20 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner