logo_geo
eng_logo
სამხრეთ კორეის კიდევ ერთ ექს-პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს
- +

9 აპრილი. 2018. 18:30

 

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს, ლი მიონ ბაკის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და კორუფციაში ადანაშაულებენ. მას დღეს ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

 

ლი მიონ ბაკი სამხრეთ კორეის უკვე მეოთხე პრეზიდენტია, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება.

 

ის კორეის პრეზიდენტი 2008 წლიდან 2013 წლამდე იყო. ახლა კი გამოძიება მას კანონდარღვევის 16 ფაქტს ედავება. ოდესღაც წარმატებული ბიზნესმენი ახლა დაკავებულია. ის 23 მარტს დააკავეს.

 

ბრალდების მიხედვით, მას 10,4 მილიონი დოლარის ქრთამი აქვს აღებული, მონაწილეობდა სხვადასხვა სახის მაქინაციებში და თავს არიდებდა გადასახადებს. პროკურატურა მისი ანგარიშების დაყადაღებასაც მოითხოვს.

 

სამხრეთ კორეის უახლეს ისტორიაში კორუფციას სხვა პრეზიდენტებსაც ედავებოდნენ. მანამდე, რო დე უს თანამდებობის დატოვების შემდეგ 22-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, ნო მუ ხიონმა კი მექრთამეობაში დადანაშაულების შემდეგ თავი მოიკლა.

 

სულ ბოლო შემთხვევა სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტს, ბაკის მემკვიდრეს, პაკ კინ ხეს შეეხება. მას სამი დღის წინ სასამართლომ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner