სულ მცირე, 26 ბავშვი დაიღუპა ინდოეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად. ინციდენტი ჰიმაჩალ-პრადეშის შტატში, კანგრას რაიონში მოხდა, სადაც სასკოლო ავტობუსი საგზაო ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა.
ავტობუსში 40-მდე ბავშვი იმყოფებოდა. სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილას ამ დრომდე გრძელდება. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკებში გადაჰყავთ.