ავტორი მერაბ ხაჩიძე
ავტობუსში ბევრი ხალხი არ იყო. ახალგაზრდა გოგონამ ბარათი ამოიღო და ის იყო ბილეთისთვის ჩასარიცხ აპარატზე უნდა დაედო, რომ დღეს მგზავრობა უფასოა-თქო, ამის თქმის ნაცვლად, აპარატს ხელი დავაფარე და ქრისტე აღსდგა-თქო, ვუთხარი!
ჭეშმარიტად! - ერთად და სიცილით მიპასუხა გოგონამ და მგზავრებმაც!
მგზავრობა კი უფასო იყო დღეს, მარა ამის ახსნის ჩემეულმა ფორმამ ჩაიარა დიდი მხიარულებით!
მიყვარს ეს ქალაქი!