პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში ბევრი ე.წ. ფეიკი თუ რეალური ბლოგერი დადგა „იუმორის“ ხასიათზე. ავრცელებენ სტატუსებს, რომლებიც აგებულია ფანტაზიაზე, ტყუილზე. მოგვიანებით, ეს ილუზია გამოცხადებულია „იუმორად“. მინდა მივმართო ჟურნალისტებს, ჩემს კოლეგებს: კოლეგებო, ვიდრე ამ ტიპის კომენტარს გადაიტანთ სააგენტოს გვერდზე, გადაამოწმეთ, რას ავრცელებთ. აიღეთ ტელეფონი და დააზუსტეთ კომენტარის სისწორე. მეორე- თავის დროზე (და ახლაც ასეა) დეზინფორმაციის გავრცელება ერქვა იმას, რაც დღეს ფასდება, როგორც „იუმორისტული პოსტი“.
„მხიარული ბლოგერების“ მხრიდან დეზინფორმაციის, მკითხველის შეცდომაში შეყვანის, რეალური ფაქტის დამახინჯების და გავრცელების მცდელობა,- ეს არის საზოგადოების დაცინვა და უპატივცემულობა. ჟურნალისტიკამ პასუხი უნდა გასცეს ამ ტენდენციას“, - წერს ინაშვილი.