უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:
„რამ შეგაზიზღათ ქართველობა და საერთოდ ეს ქვეყანა. ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ნახა ვინმემ რა უსწრებდა წინ იმ ჩხუბს რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა ქართველებსა და შავკანიან ახალგაზრდებს შორის. სად დაადგინეთ რომ რასობრივი კუთხით მოხდა დაპირისპირება. რატომ ვერ იტანთ საქართველოს და ქართველებს და გამოძიების გარეშე რატომ გამოგაქვთ დასკვნები. იქნებ კიდევ ძალადობდნენ შავკანიანი ახალგაზრდები ქართველ ახალგაზრდებზე და ამის გამო მოხდა დაპირისპირება. 13 წლის ქართველი ბიჭი რომ აზერბაიჯანელმა სასტიკად აწამა ლიფტში მაშინ ვერ ვკითხულობდით ასეთ აღშფოთებებს და განაჩენებს.
ვინ ხართ, საიდან მოხვედით რა სისხლი გაქვთ ასეთი რომ ყველგან და ყველაფერში ქვეყანას და ქართველებს ადანაშაულებთ“, - წერს მჟავანაძე.