logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: თოფაძისა და „რესპუბლიკელების“ დაპირისპირება კოალიციას აზარალებს
- +

23 თებერვალი. 2016. 03:09



პარლამენტის ვიცე სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით პარტია „მრეწველების" წევრის, გოგი თოფაძისა და „რესპუბლიკლებს" შორის არსებული დაძაბულობა როგორც კოალიციას, ასევე ხელისუფლებას და ქვეყნის იმიჯს საგრძნობლად აზარალებს.


კობახიძე კოალიციის წევრებსა და პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდებს თოფაძე- რესპუბლიკელებს შორის არსებულ დავას ნუ გაამძაფრებენ და პირიქით, პოლიტსაბჭოს სხდომამდე ყველამ თავი შეიკავოს.



„დღეს თავად თოფაძემაც განაცხადა და „რესპუბლიკელებისგანაც" იყო ასეთი განცხადება გაკეთებული, რომ ისინი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან და აღარ განავრცობდნენ იმ დისკუსიას, რაც საჯაროდ მიმდინარეობს ბოლო დღეებია, რაც მართლაც გვაზარალებს მთლიანად კოალიციას და ხელისუფლებას.

 

სამწუხაროდ ამ დაპირისპირებისას ხაზი ივლება ქვეყნის საგარეო კურსზე. მეც ველოდები კოალიციის პოლიტსაბჭოს და მიიღება ის გადაწყვეტილება, რაც უკეთესია კოალიციის ერთობისთვის.

 

აუცილებლია მაქსიმალურად შევიკავოთ თავი, ორივე პარტია არის კოალიციის წევრი და ვიდრე ეს ასეა,  ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ."- განაცხადა კობახიძემ ინგა გრიგოლიას დღის ამბებში საუბრისას.  


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner