საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ „20/30"-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ყველა შემთხვევაში მოაწყობდა რევოლუციას, თუ ამის პრაქტიკული შესაძლებლობა ექნებოდა.
დეპუტატის თქმით, სააკაშვილი რევოლუციურ სცენარზე ყველა შემთხვევაში ოცნებობს.
ბესელიას განცხადებით, ყველა წინაპირობა იქმნება იმისთვის, რომ სააკაშვილისთვის უკრაინაში ყოფნის პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პოლიტიკური მარცხი იყოს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არჩევნების შემდეგ ჩამოსვლას აანონსებს.