ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„აღარც მინისტრია, არც პოლიტიკაშია. მაინც გაფაციცებულები უსმენთ, ხან სასამართლოში უჩივით, ხან ორთაბრძოლების შესახებ ჭორებს უვრცელებთ, ხან თქვენს მემონტაჟეებთან ერთად ჯდებით, პრესკონფერენციიდან ამოგლეჯილ ფრაზებს უჩვენებთ და მერე გაჰყვირიხართ ხაინდრავას საქართველოში ცხოვრება არ მინდაო. ასე მოხდა რამდენიმე წუთის წინ, შავ სადედოფლო კაბაში გამოწყობილმა „ნაცმოძრაობის“ ელიტარულმა ზონდერჟურნალისტმა „მთავარი არხიდან“ გაჰყვირა, ხაინდრავას საქართველოში ცხოვრება არ მინდაო. თუ არ გინდა, მერედა ვინ გაძალებს?! ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა განსაკუთრებით იაფი დაგიჯდებათ და მიბრძანდით. ჩვენ არ გვინდა თქვენთან ცხოვრება - ცხრა წელი ქვეყანას თავზე გვამხობდით, ოჯახები გააუბედურეთ და ახლა დაუსჯელობით გათამამებული ისევ ქვეყნის სათავეში მოქცევას ცდილობთ. გვეზიზღებით!“ - წერს მიქიაშვილი.