logo_geo
eng_logo
პარიზში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
- +

29 აპრილი. 2016. 14:29



გამთენიისას პარიზში რამდენიმე ათეულ დემონსტრანტ ახალგაზრდასა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. პარიზის პოლიციის ცნობით, 24 პირი დაკავებულია პოლიციის კორდონსა და მანქანებზე შეტევის გამო.



პოლიციის ცნობით, 100-მდე „განსაკუთრებით აგრესიული დემონსტრანტი" ცდილობდა პოლიციის კორდონის გარღვევას რესპუბლიკის მოედანზე. ბოლო თვის განმავლობაში მოედანი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად იქცა, თუმცა წუხელ მათ ნება დართეს ღამის 12 საათამდე დარჩენილიყვნენ. მას შემდეგ, რაც შეკრებილთა რაოდენობამ 1000 გადააჭარბა, მომიტინგეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრება აგრესიულ ქმედებებში გადაიზარდა. დემონსტრანტები ბოლო თვეა აპროტესტებენ ახალ შრომით კოდექსს, რომელიც ახალგაზრდებისთვის დასაქმების სტაბილურობას არ უზრუნველყოფს. კოდექსი სხვადასხვა დროს ბოლო პერიოდში 17 000-ზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner