logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ნუ იქნებით ნინია კაკაბაძეზე მეტი ნინიები!
- +

10 აპრილი. 2018. 10:49

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ძალიან უაზრო სიტყვაა „ფერადკანიანი“, რადგანაც „თეთრიც“ ერთ-ერთი ფერია და იმ ე.წ. ლიბერალების მოფიქრებულია, ვინც პედერასტს გეი დაარქვა და ბარიგას დილერი.

 

რაც შეეხება ამ ყბად აღებულ რასიზმს, იხ. ფილმი „კერკეტი კაკალი 2“, რომელშიც ბრიუს უილისი გმირი, თავის ზანგ მეწყვილეს ბრალს სდებს რასიზმში თეთრების მიმართ.

 

ის, რომ ქართველებს უცხოურის მიმართ გარკვეული კომპლექსი გვაქვს, არახალია და რუსული იმპერიის პეტრეს დროინდელი მენტალიტეტიდან გადმოგვეცა.

 

გუშინდელ და არა მარტო გუშინდელ ინციდენტში კი მთავარი ისაა, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო ქართველებს.

 

თურქების პარპაში, ჩინელების პარპაში, არაბები, ე.წ. ცივილიზებული დასავლეთელი პარტნიორები დ.ა.შ. ყველას არ ჩამოვთვლი, რადგან კარგად იცით.

 

სახელმწიფო კი ბევრ აშკარა დანაშაულზე თვალს ხუჭავს.

 

ეს კი იწვევს კომპლექსს, აგრესიას და უცხოელების მხრიდან ძალადობაზე დაუსჯელობის სინდრომს.

 

დარწმუნებული ვარ, რომ პლეხანოვზე ე.წ. ინვესტორების თუნდაც ზედაპირული შემოწმება, უამრავ კანონდარღვევას გამოავლენს (სითი პარკის მაგალითი).

 

რაც შეეხება ქართველების ლანძღვით „პრადვინუტობის“ ჩვენებას, ასეთ ხალხს პირდაპირ ვეტყვი: ნუ იქნებით ნინია კაკაბაძეზე მეტი ნინიები. მაინც არსად არ დაგნიშნავენ და არც გრანტს მოგცემენ. ყველა ადგილი უკვე კაი ხანია დაკავებულია“, - წერს გაბრიჭიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner