logo_geo
eng_logo
ნიკი ჰეილი: რუსეთს ხელები სირიელი ბავშვების სისხლში აქვს გასვრილი
- +

10 აპრილი. 2018. 11:57

 

 

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთს ხელები სირიელი ბავშვების სისხლში აქვს გასვრილი.

 

„აშშ რეაგირების გარეშე არ დატოვებს ასადის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას. მონსტრს, რომელიც პასუხისმგებელია ამ თავდასხმაზე, ნამუსი არ აქვს და მკვდარი ბავშვების სურათებით არ აღელდება. რუსეთის რეჟიმი, რომელსაც ხელები ასევე სირიელი ბავშვების სისხლში აქვს გასვრილი, არ შეიძლება შერცხვენილ იქნას ამ საზარელი სურათებით. ჩვენ ადრეც ვცადეთ ეს, მაგრამ ამაოდ. რუსეთს შეეძლო შეეჩერებინა ეს უაზრო ხოცვა-ჟლეტა, მაგრამ რუსეთი ასადს უჭერს მხარს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. რა აზრი აქვს ასეთი ხალხის შერცხვენას? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არც ერთი ცივილიზებული მთავრობა საქმეს არ დაიკავებდა ასადის მკვლელ რეჟიმთან“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

 

7 აპრილს სირიაში,  ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner