logo_geo
eng_logo
როლანდ ხოჯანაშვილი: ვასილ ბესელიასნაირი ადამიანი გვერდში უნდა დაიყენო!
- +

10 აპრილი. 2018. 15:18

 

 

„სენაკის მერიის კულტურის სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად პოეტი და მაგარი კაცი ვასილ ბესელია გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან“, - ამის შესახებ ჟურნალისტი როლანდ ხოჯანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„მაგარი მიგნებაა ეს რეორგანიზაციები! მახსოვს, მიშას დროს, ჩემი ძმის სამსახურიც „რეორგანიზაციას“ შეეწირა. სამი მცირეწლოვანი შვილის მამა დასვეს სახლში. „ბებერი“ დედაჩემიც, რომელიც 58 წლის იყო მხოლოდ, მიუხედავად ცენზისა და განათლებისა. ნუთუ წინ არ წავიწიეთ? ეგებ ვინმე იცნობთ სენაკის მერს და უთხარით, რომ ვასილ ბესელიასნაირი ადამიანი კი არ უნდა გაუშვა, უნდა მოძებნო და გვერდში დაიყენო! არ ვიცი, ვინაა სენაკის მერი, მაგრამ ვიცი, ვინცაა ვასილ ბესელია! ბატონო მერო, დააბრუნეთ სამსახურში ეს კაცი, ის მუნიციპალიტეტს სჭირდება!“ - წერს როლანდ ხოჯანაშვილი facebook-გვერდზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner