ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებას შემდეგნაირად ეხმიანება:
„ხალხო, ამ ქვეყანაში არც შავი კანის, არც თეთრი ტანის, არც მრწამსის, არც ენის და არც არაფრისთვის არავინ შეუვიწროებიათ, უფრო შემგუებელი, მიმღები, გამტანი, ხან ზედმეტად ტოლერანტულები რომ ვიყავით, ამისთვის ბევრჯერ მოგვხვედრია ცხვირ-პირში... მჯერა, 8 აპრილსაც რაღაც სხვა მიზეზები ექნებოდა იმ კონფლიქტს, „რაის“ რასიზმი არა, ბიძია თომას ქოხი... ცოტა ჭკუას წიხლი დააჭირეთ, ისედაც ვილევით...
ვთხოვ ჩემი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ გააცხადონ კონფლიქტის ნამდვილი მიზეზები!
P.S. ისე, თეთრკანიანი ვარ, მაგრამ სტადიონზე მე არ მიშვებენ, ჩემს შვილს ასეთ სტადიონზე რომ ევლო, ფულს ვიხდიდი და რომ ვერ გადავიხადე, არც ჩემი ცისფერთვალება შვილი შეუშვეს... რამეზე ხმა ამოიღეთ რა, ჩემს ქვეყანას თავდაცვის უფლება ჩამორთმეული აქვს? თემა მიეცათ თოქშოუებს და სტუდიებს გაავსებენ „დაჩაგრული“ სხვადასხვა ფერის კანიანებით და ჩაგვრაზე იმსჯელებენ სამსჯელოდალეულები...
ვაი ჩვენს პატრონს!“ - წერს კვაჭანტირაძე.