logo_geo
eng_logo
მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

10 აპრილი. 2018. 19:02

 

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენი და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული ფ.ი. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

„სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 12 აპრილს, დილის საათებში, ქ.თელავში ფ.ი-მ ეჭვიანობის  ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით მეუღლეს ხ.ა-ს, დედის და ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მუცლისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე დაარტყა დანა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ხ.ა-ს გადარჩენა მოხერხდა.

 

სამართალდამცველებმა ფ.ი. იმავე დღეს ქ.თელავში დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თელავის რაიონულმა სასამართლომ ფ.ი-ის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,108-ე მუხლზე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გადააკვალიფიცირა და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი, მსჯავრდებული ფ.ი. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner