logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: ქართველის გენეტიკაში ზიზღი უცხოსადმი არაა!
- +

10 აპრილი. 2018. 20:12

 

 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მაინც ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანა ვართ ევროპაში, უცხო რასისა და განსხვავებული კანის ფერის მიმართ, ესე იყო ეს და დარჩება ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს, არაა ქართველის გენეტიკაში ზიზღი უცხოსადმი, ის ფაქტი რომ ერთი „ჩხუბი“ სტადიონზე ამხელა რეზონანსს იწვევს, რაც ყოველდღიურობაა ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში ამაზე კარგად მეტყველებს. ამ მხრივ პრობლემა ერში არაა, პრობლემა აქ ჩაბუდებულ მეხუთე კოლონა ენჯეოებშია, რომელთა შემოსავლები პირდაპირპროპორციულია არ არსებული რასიზმისა და ფაშიზმის გამოვლენასთან საქართველოში, ყველაფრის ბნელ ფერებში წარმოჩენა თავიანთ დონორებთან. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ამ თემაშიც შეიმჩნევა „შერჩევითი“ რასიზმი. მაგალითისთვის ხაბაზის „ზონელების“ ქმედებები „დემოკრატიული“ პროცესების ნაწილად ითვლება“, - წერს თოფურია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner