კობა (იგივე კომბლე) ხაბაზმა თავისი კანტორის – ე.წ. თავისუფალი ზონის საიტზე ასეთი წერილი გამოაქვეყნა (სტილი დაცულია):
„ხელებზე დახედე გმირს ივანიშვილო, ხელებზე” ამ ფრაზით შეეგება არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაზე მისულ ივანიშვილს იქ მყოფი ერთი ქალბატონი. არ ვიცი შეიძლება თუ არა გლოვის დროს ასეთის თქმა, ჩემში ორი გრძნობა ებრძვის ერთმანეთს: პირველი, რომ არ შეიძლება, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველას, ვინც დაკრძალვაზეა მოსული, რომ ყველას აქვს უფლება ტკივილის გაზიარების;
და მეორე, რომ სიყალბეა ივანიშვილის იქ ყოფნა, რომ სწორედ ის და მისნაირები არიან არჩილის დაღუპვაში დამნაშავენი, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იმ არამზადების ბრალია, რომლებიც ცდილობენ საქართველო პუტინს ხონჩით მიართვან, რომლებმაც ქართველი მებრძოლების სია მტერს გადასცენ, რომლებმაც ბლოკ-პოსტები გააუქმეს, რომლებიც რუსეთის გავლენას საქართველოში აძლიერებენ და ასე შემდეგ. არ ვიცი ნამდვილად, როგორი ქცევაა ასეთ დროს გამართლებული, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ ივანიშვილს, ინაშვილს, ბურჯანაძეს და პუტინის სხვა მონებს, გმირის დაკრძალვაზე არაფერი ესაქმებათ”.
კობა (კომბლე), შე მართლა არამზადავ და მაიმუნად დაბადებულო, ერთი წუთითაც არ იფიქრო, რომ ვინმეს (ბიძინა ივანიშვილს) ვექომაგებოდე ან „ვაპრავებდე”, უბრალოდ შენი ბინძური აზრების ნთხევა გახდა აუტანელი!!!
აი, ამაზეა ნათქვამი, ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო… გადმომდგარა ეს უგვანო, ტელევიზორს რომ მიუგავს თავი და ამტკიცებს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ივანიშვილის ბრალია, პანაშვიდზე არ უნდა მისულიყო, იქ არაფერი ესაქმებოდაო. თუ ვინმემ პუტინი და რუსეთი გააძლიერა, ეს იყო შენი ბელადი მიხო სააკაშვილი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში 150 სოფელი ქვების გროვად მოიხსენია, მართლა ხონჩით მიართვა და 70-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი რუსებს გადაუფორმა. აღარაფერს ვამბობ კოდორიდან გამოქცევაზე, იარაღის დაყრაზე, გორში ხოხიალსა და ჰალსტუხის ღეჭვაზე. აი, ამ ყველაფრის შედეგია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაც და სხვა ინციდენტებიც!
ჰმ… ივანიშვილს და პუტინის სხვა მონებს, ასეთ არამზადებს პანაშვიდზე არაფერი ესაქმებათო… მათი ბრალიაო… ჩვენ გმირულად ვიბრძოდითო… პუტინს ომი გამოვუცხადეთო… თქვე ქვეშაფსიებო, რომ გამოუცხადეთ, რა ფეხები მიიღეთ? არა, თქვენ კი მიიღეთ ათასნაირი დახმარებები და იარაღიც ჩამოწერეთ მაყუთის ფასად, რუსებს გაატანეთ, მაგრამ ქვეყანამ რა მიიღო? არაფერი სირცხვილისა და თავის მოჭრის, ასევე ტერიტორიების ჩამოჭრის გარდა! როცა გაიგეთ, რუსი თბილისისკენ მოდისო, აიკარით გუდა-ნაბადი და წითელი ხიდისკენ გაქანდით. მერე შეგატყობინეს, აღარ მოდისო, რუსთაველზე მოგროვდით და ტაშ-ფანდურა გამართეთ… თან იმ დროს, როცა აგვისტოს ცხელ დღეებში ცხინვალის ქუჩებში ქართველი ბიჭების ცხედრებს ბუზი ეხვია. აი, თქვენი ნამოქმედარი… აი, ფაქტები… აი, ღალატი… ნახეთ კიდევ ერთხელ, თქვე არამზადებო და აღარ გაბედოთ სხვისკენ თითის გაშვერა. რაც შეეხება ვიღაც ქალის ნათქვამს, მსგავსი არაფერი ყოფილა, ეგ პირადად შენი მოგინილია, შე პამპერსიანო ქვეშაფსიავ!!!
მე მოვრჩი, აღარაფერს ვიტყვი, მხოლოდ ილია მეორის მონაყოლს შევთავაზებ საზოგადოებას:
„ეს იყო მძიმე დღები საქართველოსთვის და მე მაინც გადავწყვიტე წავსულიყავი, ვნახეთ მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები. იმდენად საშიში იყო ჩვენი მოგზაურობა, რომ ჩვენს მანქანას მარჯვნივ და მარცხნივ ახლდა კიდევ სხვა მანქანები, რომ არ ესროლა ჩვენთვის სნაიპერს. გორი იყო მკვდარი ქალაქი. ადამიანს ვერ დაინახავდა კაცი ქუჩაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ წამოსულები იყვნენ. ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში. შესვლისას, როცა შევდიოდით ხელმარცხნივ იდგა პატარა მანქანა და იქ იჯდა მამაკაცი საჭესთან. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ელოდება რაღაცას. მერე უკან რომ ვბრუნდებოდით, ისევ ისე იჯდა. გავაჩერებინე და ვიკითხე, ნახეთ, ხომ არაფერი უჭირს. თურმე ყოფილა მკვდარი. გარდაცვალებული და ისევე გახევებული იყო საჭესთან.
ჩვენ წამოვიყვანეთ 7 მიცვალებული. მერე გავაგზავნე სამღვდელოება და კიდევ წამოვიყვანეთ. მინდორში რომ იყვნენ მიცვალებულები. ძალინ მძიმე სურათი იყო. და, ეს ომი… ომი რომ დაიწყო… მე არ ვიცოდი რომ იწყებოდა ომი. მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, ჩემთვის ეთქვათ. ქვეყანაში იწყება ომი და პატრიარქმა არ იცის“.
გელა ზედელაშვილი