საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ქართველი ტოლერანტია! მეგობრებო, ძალიან ნუ გაწელავთ გარმონს!
მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში მეოცე საუკუნის 80-იან წლებამდე „კისლატას“ რომ უსხამდნენ აუზში მოცურავე ფერადკანიანებს, მაგ დროს ჩვენთან აფხაზეთში მშვენივრად ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ და ისვენებდნენ.
ძირითადად კომპაქტურად აძюბჟაში ცხოვრობდნენ, სხვაგანაც იყვნენ სოხუმსა თუ კოდორში.
მსოფლიოში ეს ახლა შემოვიდა ბოლო ათეული წელია სლოგანი: No to Racizm, თორე საქართველოში
მეჩვიდმეტე (!) საუკუნიდან ერთად ვცხოვრობთ და არავის შეურაცჰყოფა არ მოსვლია აზრად, ისე როგორც არ ყოფილა „პოგრომები“.
თუ რომელიმე გრანტიყლაპია არასამთავრობოს რაღაც ესიზმრება, ეს მაინცდამაინც ნუ დაგვაკომპლექსებს.
რა უნდა ელაპარაკო: ისტორია არ იციან და გეოგრაფიაში აცდენილნი არიან“ , - წერს ჩრდილელი.