logo_geo
eng_logo
ლია გიგაური: სკოლებში იმაზე მეტი ადგილია ვიდრე მოსწავლეების რაოდენობა
- +

11 აპრილი. 2018. 00:42

 

 

2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია სამ ეტაპად წარიმართება. 2018 წლის 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპი დაიწყება 8 მაისს და გაგრძელდება 8 ივნისის ჩათვლით. მესამე ეტაპი მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაციას გულისხმობს. სწავლა დაიწყება 17 სექტემბერს და შესაბამისად, პირველ კლასში სექტემბერში დაბადებული ბავშვებიც შევლენ.

 

„მაესტროს“ ეთერში განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პირველკლასელთა რეგიტრაციის, სკოლაში დოკუმენტების წარდგენის ვადებსა და დეტალებზე ისაუბრა.

 

გიგაურის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სკოლაში ადგილები არ ჰყოფნით ბავშვებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

„მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ სკოლებში გარდა იმისა, რომ ჰყოფნით ბავშვებს ადგილები, არამედ ბევრად მეტი ადგილია. საქართველოს მასშტაბით არის 70 ათასზე მეტი ადგილი, მაშინ როცა სკოლებში 55 ათასს პირველკლასელს ველოდებით. თბილისში პირველკლასელებისთვის 17 ათასზე მეტი ადგილია გამოყოფილი იმ ფონზე, როცა 3 ათასით ნაკლები მოსწავლეა რეგისტრირებული“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner