logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: „სითი პარკს“ საპარკინგე ნიშნები, როცა წაიშლებოდა, უნდა განეახლებინა, მაგრამ ამას არ ასრულებდა!
- +

11 აპრილი. 2018. 03:23

 

 

„სითი პარკს“ ისეთი რთულად შესასრულებელი ვალდებულება არ ჰქონდა, რომელსაც ასი დღის განმავლობაში ვერ შეასრულებდა“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 

„სითი პარკს“ ერთადერთი ვალდებულება ჰქონდა, რაც უნდა შეესრულებინა. მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ ზონებში უნდა დაეხაზა და დაეყენებინა საპარკინგე ნიშნები, როცა დახაზული ნიშნები წაიშლებოდა, ის უნდა განეახლებინა, მაგრამ ამას არ ასრულებდა. მერიამ კომპანიას სამოცი დღის ვადა მისცა, რათა მას საპარკინკე ადგილები კანონმდებლობასთან, სტანდარტებთან შესაბამისობაში მოეყვანა და ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ყოველგვარი ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღო.

 

751 პრობლემური ადგილი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა დაფიქსირებული, მართლაც პრობლემურია. რაც შეეხება ზებრების დახაზვის სტანდარტს, შესაძლოა, სადმე ეს პრობლემა დგას, მაგრამ ცოტა უხერხულია კომპანიის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ მუნიციპალიტეტი ზებრებს არ ხაზავს და ამიტომ დახაზვა ჩვენც არ უნდა მოგვთხოვოსო. კომპანიას ეს ვალდებულება ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი და უნდა შეასრულოს“, – განაცხადა ხმალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner