logo_geo
eng_logo
მამუკა კობახიძე: საპარკინგე ადგილებს შესაბამისი სტანდარტებით მოვაწყობთ
- +

11 აპრილი. 2018. 03:47

 

 

„საპარკინგე ადგილებს შესაბამისი სტანდარტებით მოვაწყობთ“, – განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, მამუკა კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 

„ყველა ნიშანი, რომელიც პარკინგზე განთავსდება, ამრეკლი ზოლით უნდა იყოს. ასევე ყოველი წინააღმდეგობის შემდეგ, როგორიცაა ხე, ან შესახვევი, დამატებითი საპარკინგე ნიშნები უნდა მოეწყოს, რათა მომხმარებლისთვის კონკრეტულ ადგილზე მანქანის გაჩერება გაადვილდეს.

 

დღეს უკვე 102 თანამშრომელია მოსული – 76 კონტროლიორ–ინსპექტორი, 10 მძღოლი, 10 დამხმარე და ექვსი თანამშრომელი, რომლებიც უშუალოდ ოპერირებას ახდენდნენ. ჩვენ ღია ვართ და თუ აზრთა თანხვედრა იქნება, „სითი პარკის“ ყველა დაინტერესებულ თანამშრომელს მივიღებთ. თუმცა კვირის ბოლოს, ალბათ, უკვე შევსებული ვიქნებით და თუ მათ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი აქვთ, უნდა იჩქარონ“, – განაცხადა მამუკა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner