logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: პარკირების ისეთ მოდელს დავნერგავთ, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული პოლიტიკის შესაბამისი იქნება
- +

11 აპრილი. 2018. 10:32

 

„დღეიდან ჯარიმის გამოწერას, ევაკუაციასა თუ პარკირების საფასურის მოკრებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს, რომელმაც ფუნქციის შეთავსება ეფექტურად შეძლო და პარკირების მართვის მიმართულებით დაკისრებულ ყველა მოვალეობას საკმაოდ კარგად ართმევს თავს“, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკას აბსოლუტურად შეცვლის და ცვლილებების ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია საპარკინგე ინფრასტრუქტურას სათანადოდ მოაწყობს.

 

„ჩვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითებზე ორიენტირებულ პოლიტიკას გავატარებთ და ქალაქში პარკირების ისეთ მოდელს დავნერგავთ, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებულ სატრანსპორტო პოლიტიკასთან იქნება თავსებადი. ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს და პარკირების მოდელი სწორედ აქედან გამომდინარე იქნება.

 

ამით არა მხოლოდ ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება, არამედ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. გაიზრდება სამარშრუტო ხაზების რაოდენობაც. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას კერძო სატრანსპორტო საშუალებებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის საკმაოდ ხელსაყრელი პირობა მივცეთ. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია როგორც საცობებისგან განტვირთვის, ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებითაც.

 

ეს მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, რასაც ძალიან ბევრი ქალაქი იყენებს. თუ პარკირების საფასურის გაზრდა და საათობრივი საფასურის შემოღება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში კონცეპტუალურად ჩაჯდება, ამას არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner