logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ყველაზე კარგი კვლევა 8 ოქტომბერს ჩატარდება!
- +

29 აპრილი. 2016. 15:38


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შეფასებისას „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, ციფრებს შორის სხვაობა ერთი სამზე იქნება. მისი თქმით, ყველაზე კარგი კვლევა 8 ოქტომბერს ჩატარდება.



„იმის მიუხედვად, რომ ორივე ორგანიზაცია (NDI, IRI) ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციები არიან, კვლევების საქმე ან არ გამოსდით, ან მათი მხრიდან, ვისაც კვლევებს უკვეთავენ და ვინც კვლევას ატარებს, შეგნებულად ხდება ის, რომ ხალხი რაღაც გარკვეულ მიზნებისათვის შეაგუონ. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შედეგების მიხედვით, ციფრებს შორის სხვაობა ერთი სამზე იქნება. აი, ამის შემდეგ, ამ კვლევებით, გარკვეულმა ძალებმა შეიძლება სპეკულაციები მოინდომონ", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ქანთარიამ.



მისი განცხადებით, არასდროს სახელისუფლო ძალას ის რეიტინგი აღარ აქვს, რაც მას თავდაპირველად, არჩევნებისას ჰქონდა და რეიტინგი ყოველთვის კლებულობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ზომას სცდება.


 

„ჩვენც დავდივართ ხალხთან, მათთან ურთიერთობა გვაქვს. ჯერ ერთი, არავინ მინახავს, ვისთანაც NDI-დან ან IRI-დან მივიდნენ და გამოჰკითხეს. შეიძლება, ასეთი ერთი გარკვეული კონტინგენტია, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ, არ ვიცით, ვინ არის ეს ხალხი. გარდა ამისა, წინა ისტორიებსაც რომ გადავხედოთ, არასდროს ყოფილა ოდნავ მაინც მიახლოება, ყოველთვის იყო აცდენა", - აცხადებს ალექსანდრე ქანთარია.

 

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner