ალჟირში, ბლიდას პროვინციაში, ქალაქ ბუფარიკის აეროპორტის მახლობლად სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ყველა მგზავრი დაიღუპა.
თვითმფრინავი ალჟირის ჩრდილოეთში მდებარე ბლიდას პროვინციიდან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მიემართებოდა. მგზავრების უმეტესობას სამხედროები შეადგენდნენ.
წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.