logo_geo
eng_logo
რუსეთის მთავრობა გადადგება
- +

11 აპრილი. 2018. 14:36

 

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მთავრობის ამჟამინდელ შემადგენლობას უფლებამოსილება შეუწყდება.

 

„მთავრობის დღევანდელი ანგარიში არის ერთი წლის შეჯამება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს განსაკუთრებული ანგარიშია. ქვეყანამ პრეზიდენტი აირჩია, 7 მაისს, კონსტიტუციის შესაბამისად, როდესაც პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება, მთავრობა გადადგება, ამიტომ დღევანდელი ანგარიში ამ შემადგენლობით ბოლოა“, - აღნიშნა მედვედევმა.

 

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner