logo_geo
eng_logo
გია კორკოტაშვილი: ვინც 37 მანეთიან ნოსტალგიებზე ლაპარაკობს...
- +

23 თებერვალი. 2016. 03:48



გია კორკოტაშვილი ურგანტის შოუში, მისი და რუსი მომღერლის ლუბა უსპენსკაიას მიერ შესრულებული დუეტის შესახებ ინგა გრიგოლიას დღის ამბებში საუბრობს და კრიტიკოსებს მიმართავს:

 

„ჩემი იქ ნამღერი რომ ესეთი პოპულარული გახდა, არ მგონია სხვა რამე ასეთი პოპულარული გამხადრიყო. 37 მანეთიან ნოსტალგიებზე ვინც ლაპარაკობს, მისი მშობლებიც მაგ პერიოდში გაიზარდნენ. ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, შეიძლება ახალგაზრდობის რაღაც ნოსტალგია გქონდეს, მაგრამ საღი აზრი არ უნდა დაკარგო.

 

ფეისბუქზე 103 ათასი მოწონება არის დაახლოებით იმაზე, რომ მე ურგანტის შოუში მივიღე მონაწილეობა, ლუბა უსპენსკაიასთან ერთად ვიმღერ და ჩამოვედი. ეს მოხდა 18-ში, ჩამოვფრინდი და 20-ში გავიდა ეთერში. ჩვენ ეს შევასრულეთ და ჩამოვედი. იქ ძალიან თბილად დამხვდნენ, ვერ ვიგრძენი ქართველი ვიყავი თუ სხვა ეროვნების წრმომადგენელი. გასაკვირი იცი რა არის? პატრიოტიზმი სხვადასხვანაირად ესმით. თუ ჩემი იქ ჩასვლა არის არაპატრიორტული, ვინც მაკრიტიკებს ისინი რუსულ პროდუქტს ნუ  მიირთმევენ.

 

ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას, მაგრამ მე ფიქრობ რომ სახალხო დიპლომატია ერთ-ერთი მეთოდია,  სადაც შეიძება ადამიანმა მცირედი წვლილი შეიტანო რამეში."- განახადა გია კორკოტაშვილმა.  

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner