logo_geo
eng_logo
ქეთა თოფურიამ ტანსაცმლის საბავშვო ხაზი გამოუშვა
- +

29 აპრილი. 2016. 15:40


ჯგუფ А'Студио-ს სოლისტმა ქეთა თოფურიამ რამდენიმე წლის წინ ტანსაცმლის საკუთარი ხაზი „KETIone"  შექმნა. გასული წლის შემოდგომაზე კი მან პირველად წარმოადგინა კოლექცია მოსკოვში გამართულ მოდის კვირეულზე.


მას შემდეგ, რაც დედა გახდა, ქეთამ გადაწყვიტა, ტანსაცმელი პატარებისთვისაც შექმნას.
მომღერალმა პატარა გოგონებისთვის განკუთვნილი ტყავის ქურთუკების ლიმიტირებული სერია გამოუშვა, რომელიც საკუთარ ქალიშვილს ოლივიას მიუძღვნა.
გოგონამ უკვე მოირგო დედის დიზაინით შექმნილი ტანსაცმელი და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner