logo_geo
eng_logo
რუსეთის საგარეო უწყება ტრამპს პასუხობს
- +

11 აპრილი. 2018. 16:55

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

 

როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ „ჭკვიანი რაკეტები“ რომლებზეც პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულებებს გაანადგურებენ.

 

„ჭკვიანი რაკეტები ტერორისტების მისამართით უნდა მიფრინავდნენ და არა კანონიერი მთავრობის, რომელიც რამდენიმე წელიწადია საკუთარ ტერიტორიაზე საერთაშირისო ტერორიზმს ებრძვის. ქიმიური აკრძალვის ორგანიზაციის ინსპექტორები გააფრთხილეს, რომ ჭკვიანი რაკეტები სირიის მიწაზე ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულებებს გაანადგურებენ? თუ ჩანაფიქრი იმაშია, რომ ჭკვიანი რაკეტების დარტყმებით მოხდება კვალის დამალვა და საერთაშორისო ინსპექტორებს არაფერი დარჩებათ მოსაძებნი მტკიცებულებების სახით?“ - დაწერა ხაზაროვამ.

 

 

 

 

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი უნდა მოემზადოს სირიის მისამართით გაშვებული რაკეტების ჩამოსაგდებად.

 

 

„რუსეთი პირობას დებს, რომ ყველა იმ რაკეტას ჩამოაგდებს,რომელიც სირიის მისამართით იქნება გაშვებული. მოემზადე რუსეთო, ისინი მოდიან - შესანიშნავები, ახლები და ჭკვიანები“,-დაწერა ამერიკის ლიდერმა.

 

 

მანამდე, ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა, ტელეარხ „ალ-მანარს“ განუცხადა, რომ სირიაში ამერიკის აგრესიის შემთხვევაში რუსეთი ყველა რაკეტას ჩამოაგდებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner