ქართული კინოინდუსტრია წინ მიიწევს. ამის კიდევ ერთი მაგალითია გიორგი წილოსანის ფილმი „მზადება", რომელიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა.
ფილმი ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.
ფილმის პროდიუსერები ლაშა ხალვაში და სულიკო წულუკიძე გახლავთ.
ნამუშევარს უკვე აქვს რამდენიმე პრიზი მოგებული, ახლა კი ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალი 1-9 ივნისს გაიმართება.