logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: თუ შენი ხედვები გაზიარებული არ იქნება, შეიძლება შენი ადგილი უმრავლესობაში არ იყოს
- +

11 აპრილი. 2018. 17:31

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ის აზრთა სხვადასხვაობა, რაც გუნდში არსებობს, ვერ გახდება უმრავლესობის დაშლის, ან რიგი დეპუტატების უმრავლესობიდან გასვლის საფუძველი.

 

მისი განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების საფუძველი იქნება არა პიროვნული უთანხმოება, არამედ გუნდის მიერ ინიციატივების არ გაზიარება.

 

„მაგალითად, ჩვენ, „სოციალ დემოკრატები“, თუ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ უმრავლესობიდან გავიდეთ, ეს მოხდება კონკრეტულ რეფორმებთან დაკავშირებით, მაგალითად პენსიებთან, გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხზე და ა.შ. რომელსაც აქვს უფრო წონადი შინაარსი, ვიდრე პიროვნული უთანხმოება.

 

ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს მისი შეხედულებები განახორციელოს პოლიტიკაში. რა თქმა უნდა მომავალში თუ ჩვენს მიერ დაყენებული ინიციატივები არ იქნება გაზიარებული, ან ამ ინიციატივების ირგვლივ არ მოხდება კონსესუსი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს შეხედულებებს ვერ ვახორციელებთ.  შეიძება ნებისმიერი პოლიტიკური ძალა  ასე მოიქცეს.

 

თუ უმრავლესობაში შენი ხედვები და ინიციატივები არ იქნება გაზიარებული, შეიძლება უმრავლესობაში შენი ადგილი არ იყოს", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner