logo_geo
eng_logo
სიღნაღში ცენტრალური უბნების რეაბილიტაცია იწყება
- +

11 აპრილი. 2018. 18:22

 

სიღნაღის ცენტრალურ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, რომლის ფარგლებშიც გზებსა და ისტორიული სახლების ფასადებს განაახლებენ. ამის შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა თქვა. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს.

 

„ტურისტული სეზონი ახლოვდება და გვინდა, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ სამუშაოები და დროულად დავასრულოთ. ძირითადად მოპირკეთდება ქალაქის ცენტრალური უბნები, მაგალითად ქვაფენილის საფარი, ასევე ძველებური სახლების ფასადები, ხის ღობეები, რომლებიც შეცვლას საჭიროებს და ა.შ. ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, მოგვიანებით უკვე გამოვაცხადებთ ტენდერს და გამარჯვებული კომპანია დაიწყებს სამუშაოების შესრულებას. პროექტის ბიუჯეტის წარდგენას კი საკრებულოს სხდომაზე უახლოეს დღეებში ვგეგმავთ“, - თქვა გიორგი გოგილაშვილმა.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 100 000 ლარი გამოიყოფა.

 

სიღნაღის რეაბილიტაცია 2007 წელს დაიწყო და პირველი წლის განმავლობაში ქალაქის ძველი და ცენტრალური უბნები განაახლეს, მოგვიანებით კი რეაბილიტაცია მთელ ქალაქს შეეხო. 2007 წლიდან 2010 წლამდე სიღნაღის რეაბილიტაციაზე 22 მლნ ლარი დაიხარჯა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner