logo_geo
eng_logo
სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა
- +

29 აპრილი. 2016. 16:28


ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა. გარდამოხსნა საკურთხევლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანა. გარდამოხსნა დიდ ქსოვილს წარმოადგენს, რომელზედაც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნა უწმინდესს თავზე ჰქონდა გადაფარებული და საკურთხევლიდან მსვლელობით ერთხელ მოხდა ტაძრის შუაგულში შემოტარება, რის შემდეგაც გარდამოხსნა მისთვის მომზადებულ სპეციალურ სადგამზე - „საფლავზე" დაასვენეს. იგი ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.



გარდამოხსნის წინაშე სასულიერო პირებმა და მრევლმა დიდი მეტანიები შეასრულეს და მას ემთხვივნენ. მანამდე ტაძარში წაიკითხეს სპეციალური ლოცვები, ასევე წმინდა სახარებიდან წაიკითხეს ადგილი უფლის გაცემის, პილატეს სამსჯავროზე წარდგომის, წამების, ჯვარცმის და საფლავად დადების შესახებ.



მსახურების ბოლომდე, ასევე წაიკითხავენ ღვთისმშობლის დატირებას და მრევლს საშუალება ექნება მოისმინოს საგალობელი, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსზეა შექმნილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner