logo_geo
eng_logo
სასამართლომ ძარცვის ჩადენაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

11 აპრილი. 2018. 20:37

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვის ჩადენაში ბრალდებული მ.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით   დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, მ.ბ.-მ ქ.თბილისში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ხ.გ.-ს გასტაცა ხელჩანთა, მასში არსებული 16 200 ლარად ღირებული ოქროს ნივთებით, თანხით - 2000 ევროს, 1950 აშშ დოლარსა და 270 ლარის ოდენობით,  პირადი ნივთებით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ.ბ.-ს ქმედებით დაზარალებულს დიდი ოდენობით 27 243 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

 

სამართალდამცველებმა მ.ბ 2017 წლის 29 ივნისს ქ.თბილისში  დააკავეს.  მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  მ.ბ.  დამნაშავედ სცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და  სასჯელის  სახედ  და  ზომად  7 წლით  თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner